კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1200
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
29 მაი - 16 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი: წერეთლის 87ზ

კომპანია სოლვეი, 2012 წლიდან დაკავებულია ტექსტილის, ტექსტილზე საბეჭდი დანადგარებისა და მასალების იმპორტით. ჩვენი კომპანიის დასახელება “Solway” გამომდინარეობს ჩვენთვის ორი მნიშვნელოვანი სიტყვისგან “Solution” - რაც ნიშნავს გადაწყვეტას და “Way” - გზა, აქედანვე მოდის ჩვენი დევიზიც: გზა გადაწყვეტისკენ.

 

კომპანია სოლვეი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.  

  

მოვალეობები:

  • პროდუქციის ჩამოტვირთვა სატრანსპორტო საშუალებიდან.
  • მიღებული პროდუქციის დასაწყობება.
  • მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის დახარისხება და გადასაზიდად გამზადება-შეფუთვა
  • გადასაზიდად გამზადებული პროდუქციის კურიერისთვის ჩაბარება.
  • სასაქონლო მარაგების აღრიცხვის და საწყობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • საქონლის და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი;
  • საწყობის ინვენტარიზაცია;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალობა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • ზრდად ხელფასს; 
  • კარიერულ განვითარებას; 
  • გრძელვადიან თანამშრომლობას; 

 

 აპლიკაციის ეტაპები:

  • რეზიუმეს განხილვა
  • გასაუბრება 
  • ტრეინინგი 
  • სტაჟირება/საცდელი პერიოდი  

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ ფოსტაზე: info@solway.ge

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი