უსაფრთხოების თანამშრომელი
თბილისი, მცხეთა
  • სრული განაკვეთი
17 მაი - 16 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„წისქვილი ჯგუფი“  ტრადიციული ქართული გემოების,  ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო,  თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს.  კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)


მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფში“  გვაქვს უსაფრთხოების თანამშრომელის პოზიცია. 


სამუშაო ლოკაციები:

  • ავლაბარი;
  • წყნეთი;
  • ვაკე;
  • დიღომი;
  • მცხეთა .


გრაფიკი: 24 საათიანი ცვლები 3 დღეში ერთხელ;

ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა.


ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის კუთვნილებაში არსებული სრული პერიმეტრის (მიკუთვნებული სამუშაო ფილიალის ფარგლებში) „პატრულირება“ და წესრიგის დაცვა;
  • კონფლიქტური სიტუაციებისა და ინციდენტების აღკვეთა;
  • თანამშრომლების მოსვლისა და წასვლის მონიტორინგი;
  • სტუმრებისთვისა და პერსონალისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და საჭირობის შემთხვევაში პრევენციული ზომების მიღება.


მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი;


თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“  პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ  რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 


გისურვებთ წარმატებებს!

უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი),
მაღაზიის/ობიექტის დაცვა