ჰორეკას განვითარების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 2000 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
17 მაი - 16 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
 „ორეი“ აცხადებს ვაკანსიას ჰორეკას განვითარების მენეჯერის პოზიციაზე
„ორეი” საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი “ორეი”-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს. 
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა. 
სამუშაო გრაფიკი: სრული 
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი 2000 ლარამდე. 
 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მოლაპარაკებების გამართვა ყველა მსხვილ თუ მცირე ბიზნეს ოპერატორებთან     (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, ოფისები, საწარმოები და სხვა.)  
  • კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა; 
  • ახალი მომწოდებლების ძიება და პორტფელის გაზრდაზე ზრუნვა; 
  • ყოველკვირეული/ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მისი წარდგენა მთავარ ოფისთან; 
  • ყოველდღიური დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და უზრუნველყოფა მისი დროულად, ვადებში დაფარვა; 
  • მის დაქვემდებარებაში არსებული სავაჭრო გუნდის განვითარება, მოტივაცია და დასახული გეგმის შესრულებაზე კონტროლი; 
  • დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო წარმომადგენლების მუშაობის კონტროლი, კოორდინაცია, მათი ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება; 
  • გაყიდვების არხების და სავაჭრო ობიექტების მიხედვით ყოველთვიური გეგმის, დაგეგმილი პრომო -აქციების შესრულების უზრუნველყოფა; 
  • სავაჭრო გუნდისთვის ყოველთვიურად ინიციატივების დასახვა, მისი მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა; 
  • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში; 
  • კომპანიის დირექტორისთვის რეგულარულად კომერციული საქმიანობის ამსახველი ფინანსური/არა ფინანსური ანგარიშების შექმნა, მომზადება და წარდგენა; 
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ჰორეკა გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის, ფინანსების ან MS Office Excel და PowerPoint-ის  ცოდნა; 
 
პიროვნული თვისებები: 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • ლოგიკური აზროვნების უნარი; 
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; 
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი; 
 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ მისამართზე: info@orei.ge  და გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ჰორეკას განვითარების მენეჯერი) 
 
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი