არქიტექტორი / დიზაინ კოორდინატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური
17 მაი - 16 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სილქ დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: არქიტექტორი / დიზაინ კოორდინატორი

კომპანიის შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://silkdevelopment.ge
პოზიცია:  არქიტექტორი / დიზაინ კოორდინატორი 

ზოგადი მოვალეობები
  • ნახაზების და საპროექტო დოკუმენტაციის დროული,  ადვილად გარჩევადი და მაღალი ხარისხით მომზადების უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური ექსპერტიზის გათვალისწინებით, საპროექტო სამუშაოების პროცესის ზედამხედველობა და კოორდინაცია; 
  • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების და რეგულაციების გათვალისწინებით საპროექტო დოკუმენტაციის გადახედვა;
  • საპროექტო დოკუმენტაციის საჭირო პირებისთვის, საჭირო დროს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • დიზაინის პროცესის სრული დოკუმენტაციის შენახვა არქივში;
  • სამშენებლო კანონმდებლობის პრაქტიკების შესახებ სიახლეების საქმის კურსში ყოფნა;
  • პროექტის მიზნების დასახვა დროის, ღირებულების და ხარისხის გათვალისწინებით;
  • დამკვეთის ჩართულობის განსაზღვრა დიზაინის დამტკიცების სხვადასხვა ეტაპებზე;
  • დიზაინის ყველა საკონსულტაციო შეთანხმების და მოწოდებული მასალების შემოწმება;
  • კოორდინირებული მუშაობა
  • შესაფერისი კომუნიკაციის პროცედურების შექმნა და განხორციელება პროექტში ჩართულ მხარეებს შორის, პროექტის სტრუქტურის და უფლებამოსილებების ჩამოყალიბება;
  • ყველა დიზაინის შეხვედის ორგანიზება და წარმართვა, რომ დიზაინის განვითარება მოხდეს სათანადოდ. ოქმების გადაცემა საჭირო პირებისთვის, რათა მათ შეძლონ გადაწყვეტილებების გეგმის შესრულება;
  • არქიტექტორის, ინჟინერ-კონსულტანტის და ტექნიკური კონტროლიორის საქმის კოორდინირება, რომ პროექტის თითოეული მონაწილე სწორად ასრულებდეს თავის მოვალეობებს;
  • დამკვეთის ინფორმირება ნებისმიერი პრობლემის ან შეუსაბამობის შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დიზაინზე ან გამოიწვიოს შეფერხება
  • ყველა ოფიციალური მიმოწერისა და ანგარიშგების მიღება და ინფორმაციის გაზირება დაინტერესებული მხარეებისთვის;
  • დამკვეთის მოთხოვნების და კომენტარების გათვალისწინების უზრუნველყოფა;
  • მიღებული მასალების შედარება კონტრაქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;
  • დიზაინის პრობლემების თავიდან აცილება და გადაწყვეტილების მოძიება მანამ, სანამ პრობლემა დადგება. 

განრიგი
  • განრიგის მომზადება, რომელიც მოიცავს დიზაინის ფაზების ყველა ძირითად აქტივობას, ყველა დიზაინის კონსულტანტის მიერ, დიზაინის მოწოდების ეტაპების თარიღების იდენტიფიცირება, დამსაქმებლის მხრიდან შეზღუდვების გათვალისწინებით

საქმე მოითხოვს ოფისში მუშაობას, ასევე ობიექტზე პერიოდულ ვიზიტებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • პროგრამების: ArchiCad, AutoCad, Microsoft Office - ფლობა
  • სასურველია REVIT ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: apply@silkroad.ge 

ელ.ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ არქიტექტორი / დიზაინ კოორდინატორი 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი,
ინტერიერის დიზაინერი