კონსულტანტი IFRS-ის მიმართულებით
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1500
17 მაი - 16 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
SavvY აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე IFRS-ის მიმართულებით 
 
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:  
SavvY არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 5 ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი ქართულ, თუ საერთაშორისო ბაზარზე. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) 5 მიმართულებიდან ერთერთია, რომელშიც ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრს.  
სამუშაო გრაფიკი: (ორშ - პარ) 09:00 – 18:00  
სამუშაოს მოდელი: ჰიბრიდული 
სამუშაო ადგილი: ჭავჭავაძის 37მ, Axis Towers 
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე 
ანაზღაურება: 1200 – 1500 ლარი (NET) 
 

კონსულტანტის სამუშაო აღწერილობა: 
  • საჭიროების შემთხვევაში გუნდის წევრებისათვის დავალებების გადანაწილება, მათ შესრულებაზე კონტროლი და შესრულებული სამუშაოს შემოწმება; 
  • კლიენტთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა; 
  • კლიენტთან ვიზიტი და ინტერვიუს ჩატარება, კომპანიის ფინანსური აღრიცხვიანობის დიაგნოსტიკის მიზნით; 
  • კლიენტის საბუღალტრო აღრიცხვის დეტალური შესწავლა და ანალიზი; 
  • კლიენტის საბუღალტრო ჩანაწერების IFRS-ის მიხედვით კორექტირებისათვის ფინანსური ანგარიშგების ცალკეულ მუხლებზე შესაბამისი პროცედურების ჩატარება; 
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშის მომზადება; 
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისათვის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება; 
  • კლიენტთან საბოლოო ვიზიტი, შესრულებული სამუშაოს დეტალური გაცნობა და კითხვებზე ამომწურავი პასუხების მიწოდება; 
  • სამუშაო პროცესებში კომპანიაში არსებული პროექტების თუ დროის მართვის პროგრამების აქტიური გამოყენება; 
  • თანაგუნდელების დახმარება ტექნიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში; 
  • პოტენციური კლიენტებისთვის საკონსულტაციო მომსახურებებთან დაკავშირებული შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება; 
  • საკონსულტაციო მომსახურების განვითარებაზე ზრუნვა და  ინოვაციური იდეების პროაქტიულად გენერირება; 
  • საჭიროების შემთხვევაში პოტენციურ კლიენტთან შეხვედრა, მომსახურების შეთავაზება და მათი საჭიროებების გარკვევა. 
 
აუცილებელი უნარები: 
  • აღრიცხვიანობის საფუძვლიანი ცოდნა 
  • IFRS სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა 
  • ექსელის საშუალო დონეზე ცოდნა 
  • სააღრიცხვო პოლიტიკის და პროცესის მანუალების წერის გამოცდლება 
  • კლინტებთან და თანაგუნდებელბთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი 
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@savvy.ge აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.  
ბუღალტერია/ფინანსები
IFRS