მოლარე
გორი
  • სრული განაკვეთი
  • 625
  • ბაკალავრი
  • რუსული
16 მაი - 31 მაი
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს მისო „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა  2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 6 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.  

სს მისო „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას  მოლარის პოზიციაზე  
ადგილმდებარეობა: გორის ფილიალი 
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 30 მაისი, 2023 წელი 
 

ფუნქცია მოვალეობები: 
  • სალაროს გახსნა შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით; 
  • მომხმარებლების საკასო და საოპერაციო  მომსახურება; 
  • მარტივი სესხის გაცემა და შესაბამისი პროცედურების შესრულება; 
  • დღის ბოლოს სალაროს ნაშთის გადათვლა და პროგრამულ ბალანსთან შედარება, დანაკლისი/ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი აქტის შედგენა და ბუღალტრული გატარებები. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ ბუღალტერიის განხრით ჩაითვლება უპირატესობად; 
  • აუცილებელია მინიმალური სამუშაო გამოცდილება მოლარის პოზიციაზე; 
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (ფინანსურ ორგანიზაციაში) ჩაითვლება უპირატესობად; 
  • აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 
  • აუცილებელი უნარები: 
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • სერვისზე ორიენტირებული, თავაზიანი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული. 
 
პოზიციის პირობები: 
  • ფიქსირებული ანაზღაურება - დარიცხული 625 ლარი; 
  • ყოველთვიური ბონუსი არსებული საბონუსე შკალის მიხედვით; 
  • კორპორატიული ნომერი; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი - 09:30-17:30; ყოველი თვის ბოლო შაბათი - 10:00-14:30. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge  

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 
საბანკო
მოლარე (საბანკო)