მარკეტინგის პროექტების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
16 მაი - 15 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„betlive.club“ ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის. 


კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

www.betlive.club 

https://www.linkedin.com/company/betlive-club/

https://www.facebook.com/betlive.club  


"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის პროექტების მენეჯერის  პოზიციაზე.


სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: 

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00) 


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში მონაწილეობა;
  • დაგეგმილი სტრატეგიის შესაბამისად ამოცანების შესრულება;
  • კონტენტის განთავსება საკომუნიკაციო არხებში;
  • Offline კომუნიკაციების მართვაში მონაწილეობის მიღება;
  • აქციების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • ლოიალობის პროგრამის მართვაში მონაწილეობის მიღება;
  • მარკეტინგულ კამპანებში ჩართულობა;
  • შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი;
  • SMS და E-mail მარკეტინგის წარმოება;
  • სტამბებთან კომუნიკაცია და შეკვეთების მონიტორინგი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა.


betlive.club გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • Fitpass; 
  • სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
  • პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ზრდა/განვითარებას.


შერჩევის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • დავალება.


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@betlive.club  და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის პროექტების მენეჯერი" 


თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
პროექტის მენეჯერი
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

CV ყუთი

გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა?