პროექტების განვითარების ხელმძღვანელი
თბილისი
Unix Development
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
16 მაი - 15 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"Unix Development" 6 წელია ოპერირებს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ, უმაღლესი ხარისხის სერვისსა და პროდუქტებს, რომელიც ცვლის საზოგადოების წარმოდგენას სამშენებლო სტანდარტებზე. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს:https://unix.ge/en 
"Unix Development" აცხადებს ვაკანსიას პროექტების განვითარების ხელმძღვანელი პოზიციაზე. 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00) 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • საშუალო და მსხვილი დეველოპერული პროექტების კონცეფციების განვითარება 
  • პროექტის პირველადი ანალიზი, საჭირო ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება 
  • პროექტის დეტალური გეგმის შემუშავება-ბიუჯეტის, ვადებისა და საჭირო რესურსების განსაზღვრა 
  • პროექტის ამონაგების და უკუგების ანალიზი  
  • საუკეთესო საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის ანალიზი და ახალი პროექტების იდეების გენერირება 
  • პროექტის რისკების დროული იდენტიფიცირება და დროული პრევენცია 
  • პროექტის შესახებ პრეზენტაციების და რეპორტინგის მომზადება  
  • დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საჯარო ორგანოებთან კომუნიკაციის წარმოება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: 
  • უმაღლესი განათლება  
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია) 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) 
  • ინგლისური ენის ცოდნა 
  • ორგანიზებული, დროის მართვის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული. 
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ career@unix.ge  და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტების განვითარების ხელმძღვანელი" 
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "Unix Development"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 
 
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი