- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური


სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო პროცესის მოკლე აღწერა:
პროცესი მოიცავს შემდეგ აქტივობებს: სასტუმროს შემოსავლის გაზრდის მიზნით კორპორატიული კონტაქების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება, სასტუმროს ინფო ტურების დაგეგმვა და ორგანიზება, პოტენციურ დამჯავშნელებთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია, მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების კონტროლი, მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, გაყიდვებთან დაკავშირებული სხვა აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელების კონტროლი.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სტრატეგიული გეგმის გააზრებით და გათვალისწინებით გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება (გრძელვადიანი, კვარტალური);
- ბაზრისა და კონკურენტების გაანალიზებით ფასთა სისტემის შემუშავება-მართვა, წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, რათა მიღწეული იყოს ოთახების დაკავებულობის სათანადო მაჩვენებელი;
- სეზონურობის და სხვა გარე ფაქტორების საქმის კურსში ყოფნა, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიზნესზე, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიზანმიმართული აქტივობების დაგეგმვა;
- ყოველთვიური სამოქმედო გეგმის გაწერა და განხორციელება;
- სასტუმროს არსებული მომხმარებლების ბაზის ანალიზი, მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა, მომხმარებელთა ბაზის გაფართოების ახალი გზების მოძიება-განხორციელება;
- გაყიდვების გაზრდის მიზნით ახალი სეგმენტის იდენტიფიცირება, მათთან კომუნიკაციის გზების მოძიება-განხორციელება;
- არსებულ პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება-გაუმჯობესება;
- ერსონალური ვიზიტები კომპანიებთან, სატელეფონო ზარის და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომუნიკაცია, ინფო ტურების ორგანიზება, სასტუმროს ცნობადობის მატებასა და ბაზარზე კონკურენტულ მუშაობაზე ზრუნვა (სხვადასხვა სახის სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა ან/და მონაწილეობის მიღება);
- სასტუმროში შემოსულ სატელეფონო და წერილობითი კორესპონდენციაზე დროული რეაგირება, ქვემოთ მოცემული განრიგის შესაბამისად:
- შემუშავებული ზოგადი, სააქციო და პაკეტური ფასების გავრცელების ზედამხედველობა და კონტროლი სხვადასხა დაჯავშნის OTA / GDS და Wholesaler არხებზე.
- OTA / GDS – ონლაინ დაჯავშნის არხები: Booking.com, Expedia.com, Hotels.com, Ostrovok.ru, Tripadvisor.com, Agoda.com, Trivago.com, Hotelplanner.com და სხვა.
- Wholesaler – HotelHub, HotelsPro, Stglobe, Golden Globe International, DOTW - Destinations of the World DMCC, Hotelbeds და სხვა.
- გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების ფორმატების შემუშავება და პერიოდული განახლება (წერილების დრაფტები, ფასების ცხრილი, ფასის შეთავაზების, ჯავშნის დასტურის და გაუქმების ფორმატები, ხელშეკრულების დრაფტი (იურიდიული კონსულტაციის საფუძველზე), ღონისძიების დღის წესრიგის (Agenda, BEO) ფორმატი, ჯგუფური და პაკეტური ფასების ფორმატი და სხვა.
- კომპანიების პროფილების (Account-ების) შექმნა პროგრამულად (Base7booking), შეთანხმებული ფასების ცხრილის სახით ორგანიზება;
- სტუმრების კმაყოფილების შეფასება და გამოვლენილ შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
- ჯავშნებთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხებზე მყისიერი რეაგირება;
- გეგმიური ანგარიშების მომზადება/წარდგენა;
- დეპარტამენტის შიდა და სასტუმროს პერსონალის ზოგად თათბირებზე დასწრება;
- სასტუმროს მიღება-განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლებთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება, საერთო მიზნების მისაღწევად ამ დეპარტამენტის თანამშრომლების გაყიდვების უნარების ამაღლების მიზნით პერიოდული ტრენინგების ორგანიზება;
სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტეხის I შესახვევი, მეფსალმუნე დავით მეფის ქ. № 10
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე დანამატი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!