მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
15 მაი - 14 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო „ეპიზოდ ჰოტელს“  აცხადებს ვაკანსიას  მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი, პეკინის ქ. 41
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; 
ბენეფიტები: კვება / დაზღვევა
სამუშაო გრაფიკი- 10:00-19:00

უშუალო ხელმძღვანელი: ფინანსური დირექტორი 

მოვალეობები და პასუხისმგებლობები: 
  • კომპანიის მიერ შემუშავებული პოლიტიკების შესაბამისობის უზრუნველყოფა და დანერგილი კონტროლების ეფექტური შესრულება
  • ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და ფინანსური აღრიცხვის  სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • კომპანიის  ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო პროცესის მონიტორინგი და დავალებების ეფექტურად გადანაწილება 
  • ბუღალტრული ოპერაციების დროული და გამართული აღრიცხვის უზრუნველყოფა
  • ფინანსური უწყისების და მენეჯერული რეპორტების მომზადება
  • საგადასახადო დეკლარაციის მომზადება და წარდგენა
  • საბანკო გადარიცხვების, დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი და სხვა ოპერაციების წარმოება
  • გაყიდვების/შესყიდვების ოპერაციების დოკუმენტირება და ასახვა პროგრამაში
  • ხარჯების, შემოსავლების კონტროლი/ანალიზი და შესაბამისი რეპორტის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან
  • ბიუჯეტის გახარჯვის კონტროლი/ ანალიზი და შესაბამისი რეაგირების მოხდება 
  • აუდიტის საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული სხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია დაკავებულ პოზიციასთან. 

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3  წლიანი გამოცდილება 
  • MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით Excel; სასურველია 1С
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭებათ სერტიფიცირებულ კანდიდატებს)
  • პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური/რუსული ენების ცოდნა 

პიროვნული თვისებები:
  • ლოგიკური აზროვნების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@episodehotels.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ -  მთავარი ბუღალტერი
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლს"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 6 თვის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას
ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი