- სრული განაკვეთი
- 1000
+ ბონუსი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- მართვის მოწმობაB
შპს ,,მეფუტკრე" უკვე 10 წელია, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საწარმოო და სადისტრიბუციო ბაზარზე.
შპს ,, მეფუტკრე" ორიენტირებულია მომხმარებელზე, ბიოლოგიურად სუფთა და ნატურალურ სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოებასა და დისტრიბუციაზე საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, მომხმარებლისადმი ერთგულება.
შპს ,,მეფუტკრე" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა
- სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
- შეკვეთების მიღება და გაფორმება
- სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
- პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
- მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
- მარკეტინგული აქტივობების შესრულება
დამატებითი უნარები:
- კარგი კომუნიკაციური უნარები: გამართული მეტყველება, აქტიური მოსმენა, დამარწმუნებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი
- მათემატიკური უნარ-ჩვევები
- პრეზენტაციის უნარი
- მიზანდასახული
- ენერგიული
აუცილებელი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება
- დარწმუნების უნარი
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- თბილისის რაიონების კარგად ცოდნა
- მართვის მოწმობა ბ კატეგორია
- საკუთარი ავტომანქანის ფლობა
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული, შაბათ-კვირა დასვენება
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: hr@meputkre.com და აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება