სავაჭრო წარმომადგენელი
- სრული განაკვეთი
- 1000
+ ბონუსი
15 მაი - 14 ივნ
ვიპ
კომპანია ევაპიფაი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სავაჭრო წარმომადგენელი
შემოგვიერთდი მეგობრულ და გუნდურ გარემოში, საუკეთესო კოლექტივთან ერთად იმუშავე კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციაზე, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრებში მდებარე ულამაზეს სტენდებზე. ასევე წარმოდგენილია მრავალ ობიექტზე, ქსელურ მარკეტებში, დრაივებსა და სხვა ლოკაციებზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი - სრული;
- სამუშაო ტერიტორია - თბილისი;
- ანაზღაურება - ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსები;
- მანქანის იჯარა - 200 ლარი;
- ულიმიტო სასაუბრო და ინტერნეტი.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობიდან პროდუქციის მიღება;
- პროდუქტის დისტრიბუცია მაღაზიებში, სტენდებში და სხვა წერტილებში;
- ახალ ობიექტებთან მოლაპარაკება და მათი მომარაგება;
- მაღაზიების პერსონალთან საუკეთესო ურთიერთობების შენარჩუნება და მათი მუდმივი ტრეინინგი;
- სწორი მარაგების შექმნა ობიექტებში; კერძოდ, ჭარბი მარაგებისა და პროდუქციის გამოლევის გამორიცხვა;
- შედგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება (კვირის, თვის, კვარტლის და წლის ჭრილში);
- თანხის დროული ამოღება ობიექტებიდან შეთანხმებული გადახდის პირობების შესაბამისად;
- სხვადასხვა, მენეჯმენტის მიერ დაგეგმილი, აქტივობების დანერგვა მის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებში;
- ობიექტებში ვიზიტი შედგენილი დაფარვის გეგმის მიხედვით და სიხშირით.
აუცილებელი მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების დაწყებით დონეზე ცოდნა;
- გაყიდვების სფეროში გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- შრომის მოყვარეობა;
- პუნქტუალობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ PDF ფორმატში, მისამართზე info@aiir.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაყიდვები
სავაჭრო წარმომადგენელი