ამგროვებელი საწყობში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ქართული
13 მაი - 12 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“, არის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს და  ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში. 
  
 შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის მსოფლიო და ადგილობრივი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: VIVA, GEMO, MILLENIUM, MARETTI, MYMOTTO, BYOND,  MAESTRO DE OLIVA, IBERICA, TURBO, TADIM, NATURELLA, MOROZOVA, ASTORIA, RYABA. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: WWW.ORBITA.GE 

 
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“   აცხადებს ვაკანსიას საწყობიში ამგროვებლის პოზიციაზე. 


ადგილმდებარეობა: თბილისი; 
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი


ძირითადი მოვალეობები: 

  • მიიღოს მონაწილეობა საწყობში პროდუქციის მიღების, შენახვის და გაცემის პროცესების მართვაში;
  • უზრუნველყოს უკან დაბრუნებული პროდუქციის მითვლა და პროგრამული აღრიცხვა;
  • გაამზადოს შეკვეთები ფაქტურის მიხედვით;
  • დატვირთოს დისტრიბუციის მანქანები პროდუქციით;
  • აკონტროლოს სასაწყობე მარაგები;
  • მოახდინოს გასაცემად გამზადებული საქონლის სისწორის კონტროლი ვადისა და რაოდენობების მიხედვით;
  • განახორციელოს მიღებული პროდუქციის განსაზღვრულ სტელაჟებზე დალაგება კატეგორიების მიხედვით;
  • დისტრიბუტორისთვის/სავაჭრო წარმომადგენლისთვის აგროვებული საქონლის მითვლა დოკუმენტაციის მიხედვით;

მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;


თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge  სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით. 


გისურვებთ წარმატებებს ! 

 



·
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი,
საწყობის თანამშრომელი
სხვა
სხვა