საცალო გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
დღეს - 10 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.


სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სს „არდი დაზღვევის“  ბექ ოფისი, მის: ზ. ანჯაფარიძის N1.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.


ძირითადი მოვალეობები: 

  • ინდივიდუალური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
  • სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა ფიზიკურ პირებზე;
  • გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციაში მონაწილეობა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბიზნეს სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ბაკალავრის დიპლომი სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office and E-mail);
  • ქართული ენის გამართული ცოდნა (წერა, მეტყველება) - სავალდებულოა;
  • უცხო ენ(ებ)ის ცოდნა - სასურველია.
  • სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციზე მუშაობის გამოცდილება (1 ან 2 წლიანი); 


დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: HR@ardi.ge.


სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; 

ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი