კორპორაციის ვიპ/პრემიუმ დაზღვეულების პირადი მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
27 მაი - 10 ივნ
სტანდარტი


სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას კორპორაციის ვიპ/პრემიუმ დაზღვეულების პირადი მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.
ძირითადი მოვალეობები:
- ანაზღაურებაზე შემოსული სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა, საჭიროების შემთხვევაში კლინიკებიდან დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა, პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა;
- დაზღვეულთა მხრიდან მხრიდან ნებისმიერ შემოსულ ინფორმაციაზე მაქსიმალურად დროული რეაგირება (ელექტრონული ფოსტა, Viber, WhatsApp) და მოთხოვნათა ეფექტური დელეგირება;
- პირადი მენეჯერის შვებულების დროს მისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება:
- დაზღვეულების ჩაწერა მათთვის მოსახერხებელ დროს როგორც კომპანიის ოჯახის ექიმებთან, ასევე სხვა კლინიკებში სპეციალისტებთან მათი მოთხოვნის მიხედვით და მიღებული მომსახურების მონიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში მიმართვების გაცემა კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებსა და მედიკამენტებზე;
- დაზღვეულთა მხრიდან მხრიდან ნებისმიერ შემოსულ ინფორმაციაზე მაქსიმალურად დროული რეაგირება (სატელეფონო ზარი, ელექტრონული ფოსტა, Viber თუ WatsApp) და მოთხოვნათა ეფექტური დელეგირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო მიმართულებით);
- სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური - (B2-C1)
პიროვნული თვისებები:
- კარგი და მკაფიო კომუნიკაციის უნარები
- სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება
- გულისხმიერების და ემპათიურობის უნარი
- პოზიტიური, თავაზიანი და ყურადღებიანი
- დეტალებზე ორიენტირებული
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - „ვიპ/პრემიუმ დაზღვეულების პირადი მენეჯერი“.
სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)