საოპერაციო მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
  • ინგლისური
27 მაი - 10 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სს „არდი დაზღვევის“ back office - ზ. ანჯაფარიძის №1
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.


ძირითადი მოვალეობები: 
  • სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღება, დამუშავება და უკუკავშირის მიწოდება.
  • მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების, ინვოისის, ცვლილების მომზადება;
  • ყველა საჭირო ინფორმაციის ბაზებში დროული ასახვა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების განხრით). განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
  • აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა;
  • აუცილებელია ქართული ენის გამართული ცოდნა (წერა, მეტყველება);
  • ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია.
  • სასურველია სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (1 ან 2 წლიანი). 


პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ენერგიულობა;
  • თავაზიანობა;
  • სამართლიანობა;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისათვის;
  • სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.


დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: HR@ardi.ge - ზე, გთხოვთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება - საოპერაციო სამსახურის სპეციალისტი.

სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; 
ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)