მომსახურების სპეციალისტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 700
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
დღეს - 10 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას მომსახურების სპეციალისტის თანამდებობაზე ქ. ბათუმში
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 
ანაზღაურება - 700 ნეტო 
დესკის მენეჯერი - დაზღვევის სახლი  
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • დაზღვევის სახლში შემოსული ნებისმიერი ვიზიტორის დახვედრა, სწორი დაკვალიანება და მოთხოვნის მიხედვით შესაბამის მენეჯერთან გადამისამართება; 
  • ცნობების დამზადება;  
  • პროვაიდერი სამედიცინო კლინიკებიდან ყოველთვიური ანგარიშგებების დატოვება და გადამისამართება შესაბამის სამსახურებთან; 
  • საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება. 
  
განათლება: 
  • სასურველია სამედიცინო განათლება 
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა  
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2)  
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამები 
 
პიროვნული თვისებები: 
  • კარგი და მკაფიო კომუნიკაციის უნარები 
  • სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება 
  • გულისხმიერების და ემპათიურობის უნარი 
  • პოზიტიური, თავაზიანი და ყურადღებიანი 
  • დეტალებზე ორიენტირებული 
 
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: 
 „არდი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს. 
ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები. 
არდი - როცა ფიქრობ მხოლოდ კარგზე! 
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: HR@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - „მომსახურების სპეციალისტი“  
 
სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: 
 
ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;  
ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. 
 
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს. 
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)