კონსულტანტი თბილისი მოლში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
26 მაი - 10 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისი მოლში 
 
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან. 
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში) 
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, დავიღ აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; 
  • პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა; 
  • სალარო აპარატთან მუშაობა. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS word, excel). 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • პუნქტუალურობა. 
 
ჩვენთან გელოდებათ: 
  • სწავლებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • მეგობრულ გუნდს; 
  • ფასდაკლების კორპორატიულ ბარათს;  
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება. 
  • ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: hr@pepela.ge  
 
გისურვებთ წარმატებას! 
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
ტანსაცმლის ბრენდი ტოჩკა
თბილისი
მაღაზიათა ქსელი ჩანთის სახლი