მენეჯერი წყნეთში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
26 მაი - 10 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე წყნეთში.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: წყნეთი, რუსთაველის ქუჩა 45

ჩვენთან გელოდებათ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
  • სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა;
  • მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით;
  • მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS word, excel).

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@pepela.ge და საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (მენეჯერი,წყნეთი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
ფილიალების ქსელი