გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი, გორი, რუსთავი, ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
11 მაი - 10 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ავტოიმპორტიორი კომპანიაა "Indigo Cars, რომელიც  საქართველოს ბაზარზე ოპერირებს  5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო  ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში  და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან,  ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე. 
 
ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე რუსთავში, გორში,  ქუთაისში და ბათუმში.
 
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი და ბონუსები
საშუალო ანაზღაურება: 2500 ლარი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30.
 
ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
  • მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
 
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესად;
 
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
  • მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
  • ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ.
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com .Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი