სოციალური ქსელის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური
26 მაი - 10 ივნ
ვიპ


ესპანური ბრენდების: Women’secret, Cortefiel და Pedro del Hierro ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია “ემქეიემ რითეილ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური ქსელის მენეჯერის თანამდებობაზე
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება 1000 ლარიდან, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
- სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ბრენდთან კომუნიკაცია
- სოციალურ ქსელებში განსათავსებელი მასალის გეგმის მომზადება, ბრენდისთვის მიწოდება და დასტურის შემთხვევაში მათი შესაბამის სივრცეში განთავსება
- უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით და მისგან კოორდინირებით კომპანიის სოციალური არხების (facebook, instagram და სხვ.) განვითარება,მართვა და გეგმის თანახმად სიახლეების განთავსება
- სოციალურ არხებში რეკლამების გაშვება
- სავაჭრო ცენტრებისთვის პრომო მასალების მიწოდება
- გრაფიკული პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა
- ყველა საჭირო ბანერის მომზადება (სოციალური არხები, სარეკლამო ბროშურები, შიდა და გარე რეკლამის ბანერები...)
- საჭიროების შემთხვევაში უშალო ხელმძღვანელის მიერ მოცეული დავალებების შესრულება
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სოციალური მედიის მართვის მიმართულებით
- სოციალური არხების მართვის სრულყოფილი ცოდნა
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ:
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@MKM.GE და ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ზოგადი მარკეტინგი,
ინტერნეტ მარკეტინგი,
მარკეტინგის მენეჯერი