კონსულტანტი
- სრული განაკვეთი
- 600
+ ბონუსი
11 მაი - 10 ივნ
ვიპ


სათამაშოების საწყობი "ბურატინო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში (დიღომი).
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 11 საათიდან 19 საათამდე
ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი (გაყიდვებიდან)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებთან ურთიერთობა, მათთვის პროდუქტის სპეციფიკისა და ტექნიკური მახასიათებლების დეტალური გაცნობა;
- შეკვეთების პროგრამული გატარება;
- ონლაინ მიღებული შეკვეთების მიღება/მომზადება/გატანება კურიერისთვის;
- შექმნილი/მიღებული დოკუმენტაციის შენახვა;
- პროდუქციის შერჩევა;
- მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
- კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით თაროებზე პროდუქციის განთავსება და მუდმივი მონიტორინგი;
- პროდუქციის მიღება;
- სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
- მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების ოპერატორის ან მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS პროგრამების ცოდნა;
- ჭკვიან ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელია!
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: officeburatino@gmail.com
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი