გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური
10 მაი - 09 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
EXPERTS FOR SOLUTIONS ინსპექტირების დამოუკიდებელი, საერთაშორისო სერტიფიცირების კომპანიაა. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. ამასთანავე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, როგორიცაა გეოდეზიური მომსახურება, პროექტირება, კონსტრუქტორის მომსახურება და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა.  
EXPERTS FOR SOLUTIONS ასევე პოზიციონირებენ სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და ობიექტების უსაფრთხოება/ზედამხედველობის მიმართულებით. კომპანია ფლობს ISO სერთიფიკატს. შესაბამისად, EXPERTS FOR SOLUTIONS-ის ინსპექტირების შედეგებს აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა და ყველა ინსტანციის სასამართლო. www.efs.ge 

„𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬“    აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო სერვისების  გაყიდვა;
  • კომპანიის პროდუქტების და სერვისების განვითარებაზე მუშაობა;
  • პოტენციური ბაზრის ანალიზი, სტრატეგიის და ბაზრის წილის გაზრდა;
  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
  • არსებული კორპორატიული პარტნიორების შენარჩუნება, მათთვის სრულყოფილი სერვისის შეთავაზებით;
  • შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი მუშაობა და სხვადასხვა გაყიდვების კამპანიების და სიახლეების დანერგვა;
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით;
  • უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
  • კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე :  career@ec.ge     2023 წლის  31 ივნისამდე .
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ  შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬 " დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.  თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬” ბაზაში 1 წლის ვადით. 

გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი