საწყობის კოორდინატორი
კომპანია
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- რუსული,ინგლისური
26 მაი - 09 ივნ
სტანდარტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის კოორდინატორის პოზიციაზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, საწყობში მიღება, მითვლა, დასაწყობება, სტრუქტურულ ერთეულებზე გაცემა/გადაადგილება.
სამუშაო ადგილი : ქ. საჩხერე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 08:30 - 17:30 სთ
ანაზღაურება : დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- საწყობში მომწოდებლისგან შემოსული მატერიალური ფასეულობების მიღება, მითვლა და დასაწყობება;
- მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად;
- პირველადი დოკუმენტაციის წარმოება და მათი მკაცრი აღრიცხვა;
- საწყობში არსებული მატერიალური ფასეულობების პერიოდული ინვენტარიზაცია და უზუსტობების დროულად აღმოფხვრა;
- საწყობიდან სტრუქტურული ერთეულების მიერ მოთხოვნილი მასალების დროულად გაცემა და შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის გაფორმება;
- სასაწყობე ფართის ეფექტურად და რაციონალურად გამოყენება;
- უშუალო ხელმძღვანელს, პერიოდულად წარუდგინოს სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები და მოკლე ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი / პროფესიული;
- სამუშაო გამოცდილება საწყობის მართვის მიმართლებით არანაკლებ 1 წლისა;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office (Word, Excel, Outlook, Planner), Teams;
- სასურველია 1C პროგრამაში ან სხვა რაიმე სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებულობა
ბენეფიტები:
- ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სატელეფონო ლიმიტი
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:“ საწყობის კოორდინატორი", კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს,
გისურვებთ წარმატებებს!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი