ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თარიღები: 06 აგვ - 31 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 450
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@skytel.ge
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი

შპს "სქიტელი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მზარდი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონი კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალ ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას, რისთვისაც კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლონოგიებს და გადაწყვეტილებებს.

 

შპს "სქაიტელი" გთავაზობთ, შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციაზე:

ქოლ-ცენტრის ოპერატორი


ძირითადი მოვალეობები:

 

  • მომხმარებლისთვის შემომავალი და გამავალი ზარების საშუალებით კომპანიის შესახებ, მისი სამომავლო გეგმების, პროდუქტებისა და მომსახურების ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით მომხმარებლისთვის მომსახურების შეთავაზება და პროდუქტების შესახებ კონსულტაციის გაწევა და არსებული წესის მიხედვით შკვეთის რეგისტრაცია;
  • კომპანიის გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმების შესაბამისად პროდუქტის გაყიდვა;
  • მომხმარებლისათვის დავალიანების გადახდის ვადისა და პირობების მიწოდება;
  • მომხმარებლის მოთხოვნითა და არსებული წესების დაცვით მონაცემთა ბაზების განახლება, ცვლილებების შეტანა (ტარიფის შეცვლა, გაუქმება, აღდგენა, შეჩერება, პირადი მონაცემების ცვლილება, მომხმარებლის სერვისების გაერთიანება–განცალკევება და ა.შ.);
  • ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების პირველადი დიაგნოსტიკა, რაც გულისხმობს კავშირის წყვეტის გამომწვევი მიზეზის LAN პიქტოგრამით დადგენას და აღმოფხვრას (არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით პორტის გადატვირთვა, პორტის გათიშვა, IP მისამართის შემოწმება). სხვა ტექნიკური პრობლემის შემთხევაში ზარის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფში გადამისამართება;
  • შემომავალი ზარის პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ზარის ადრესატამდე/შესაბამის პირამდე/ქვედანაყოფამდე გადამისამართება;
  • სარეკლამო კაპანიასა და გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა მხრიდან ტელეფონით შემოსულ პრეტენზიებზე/საჩივრებზე რეაგირება. შესაბამისი დავალების შექმნა და საკითხისმოგვარების მიზნით პრობლემის გადაჭრის სათანადო გზების შეთავაზება. საჩივარის/პრეტენზიის სიმწვავის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება ან/და ინფორმაციის პირადად შესაბამისი პირის/ქვედანაყოფის ინფორმირება;
  • არსებული წესების შესაბამისად მომხმარებელთა გადინების პროცესის პრევენციასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება. კომპანიაში მოქმედი მომხმარებელთა გადინების პროცესის შესაბამისად მოქმედება და მომხმარებლისათვის საუკეთესო გადაწყვეტილების შეთავაზება;
  • მომხმარებლის პროფესიულად, უმაღლესი ხარისხითა და არსებული სტანდარტების დაცვით მომსახურება;
  • რეგულარულად თვითგანვითარებაზე მუშაობა, კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა, ცოდნის გაღრმავება;
  • მოთხოვნისამებრ საორიენტაციო პროგრამების, სამუშაო ადგილზე თანამშრომლის ან/და სტაჟიორისათვის ტრენინგების ჩატარება;
  • წარდგენის შემთხვევაში მისი უშუალო უფროსის არყოფნისას მისი მოვალეობების შესრულება;
  • მოთხოვნისამებრ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

 

მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება: ბაკალავრიატის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს ან კურსთამთავრებულს;
  • გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ქართული და რუსული ენების გამართულად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • კლიენტსა და შედეგზე ორიენტირება;
  • კარგი კომპიუტერული უნარ - ჩვევები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი, დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.

 

ხელფასი: 450 ლარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • დინამიკურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • სამუშაოს სწრაფად და მზარდ კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონულ მისამართზე - hr@skytel.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

წარმატებას გისურვებთ!

მსგავსი განცხადებები
Business Support Service Center Specialist

Company


24 ივლ - 22 აგვ

Call-Center Operator

DSPRO


27 ივლ - 25 აგვ

Contact Center Manager

CMX Solutions


07 აგვ - 31 აგვ

Deutschsprachigen Customer Service Agent

CMX Solutions


13 აგვ - 11 სექ

English Speaking Call Center/Translator/English writing

A-T IT Customer service


31 ივლ - 29 აგვ

Marketing Call Center Operator

BAIKAL


06 აგვ - 20 აგვ

ოპერატორი

ტრანსკომი


13 აგვ - 08 სექ