სასტუმროს გენერალური მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- 1500 - 2500
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
25 მაი - 09 ივნ
სტანდარტი
თუ ხართ მოტივირებული, კრეატიული და თვლით რომ თქვენი ცოდნითა და გამოცდილებით შეგიძლიათ ჩვენი კომპანია აქციოთ ეტალონურ ბრენდად ტურიზმის სფეროში, მაშინ ეს შემოთავაზება თქვენთვის არის: ბათუმში არსებული, პრემიუმ კლასის სასტუმრო „Bel Mare“ აცხადებს ვაკანსიას, სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე, რაც მოგცემთ საშუალებას ჩვენს გუნდთან ერთად იმუშაოთ მნიშვნელოვან პროექტებზე, განვიხილოთ ახალი იდეები და რაც მთავარია, ერთობლივად დავსახოთ და განვახორციელოთ ჩვენი საერთო მიზნები წარმატებისთვის.
საკონკურსო პოზიცია: სასტუმროს გენერალური მენეჯერი
სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, ქუთაისის N12
განაკვეთი: სრული
სახელფასო ანაზღაურება: 1500-2500 ლარი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე), პლუს უნიკალური საბონუსე სისტემა
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროს პერსონალის მართვა
- სტუმრების მიღება/განთავსების სრული პროცესის კონტროლი
- სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა, სერვისთან დაკავშირებით, სტუმრის მოთხოვნებზე ადეკვატური რეაგირება;
- მომწოდებლებთან, ტურისტულ და პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა;
- არსებული პროდუქტების/სერვისების ხარისხის კონტროლი;
- მიმღების სივრცის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- მსგავს სფეროში მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- უმაღლესი განათლება, სასურველია ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
- სტრატეგიული აზროვნების უნარი.
- მიზანდასახულობა, გეგმაზომიერება და შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
თუ თქვენი კომპეტენცია და ხედვები შეესაბამება ჩვენი კომპანიის მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@megadoors.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სასტუმროს მენეჯერი