თარიღები: 06 აგვ - 04 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: hr@tiflispalace.ge
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მზარეული

სასტუმრო ტიფლის პალასი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის თანამდებობაზე.

 

მოვალეობები:

  • მოამზადოს ცივი და ცხელი კერძები ქართული და ევროპული სამზარეულოდან
  • უზრუნველყოს კერძების მომზადება რესტორანში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
  • ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა
  • დაანაწილოს კერძები პორციებად და განათავსოს სათანადო ჭურჭელზე
  • მოამზადოს სხვადასხვა კერძი ბანკეტებისთვის
  • მონაწილეობა მიიღოს მენიუს დაგეგმვაში
  • ზედამხედველობა გაუწიოს სამზარეულოს, საკვები პროდუქტების საწყობის და მაცივრების დასუფთავებას
  • მთავარ მზარეულთან გაიაროს კონსულტაციები ცალკეული კერძების მომზადების საუკეთესო მეთოდების გამოსავლენად
  • უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა სამზარეულოში

 

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მსგავსი გამოცდილება
  • სხვადასხვა კერძების რეცეპტების ცოდნა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი
  • ყურადღებიანი და დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი

 

კომპანია თავის თანამშრომლებს სთავაზობს კონკურენტულ ხელფასს, ჯანმრთელობის დაზღვევას, გვიან საათებში სახლამდე ტრანსპორტირებას და სხვა ბენეფიტებს.

 

თუ თქვენი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ შევსებული თანდართული აპლიკაციის ფორმა ფოტოსურათით მისამართზე: hr@tiflispalace.ge. გთხოვთ, წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
Повар

ფუდ ფემილი გრუპ


31 ივლ - 29 აგვ

Повар

Lounge Bar Inside


01 აგვ - 30 აგვ

ადმინისტრატორი/მზარეული ბათუმში

სასტუმრო ბათუმი პალასი


23 ივლ - 21 აგვ

დემი-შეფი

Nice Room


24 ივლ - 22 აგვ

ევროპული კერძების მზარეული/ბარმენი

რესტორანი შარბათი


11 აგვ - 07 სექ

მასწავლებელი-ძიძა/მზარეული

ფ/პ ბელა თევზაძე


07 აგვ - 05 სექ

მემწვადე-მექაბაბე

მწვადი №1


09 აგვ - 07 სექ