უძრავი ქონების შემფასებელი

თარიღები: 11 აგვ - 04 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: bmbgeorgia2016@gmail.com
სამშენებლო, უძრავი ქონება:  უძრავი ქონების ექსპერტი/შემფასებელი

აუდიტორული კომპანია შპს „ბიზნესის მართვის ბიურო“ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების შემფასებლის თანამდებობაზე.

თანამდებობის დასახელება: შემფასებელი.

სამუშაო ადგილი: თბილისი

 

სამუშაო პირობები:

  • სრული / სამუშაო განაკვეთი 
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
  • ანაზღაურებადი შვებულების მოქნილი სქემა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები.

 

თანამდებობის ფუნქციები:

შემფასებელი ასრულებს შემდეგ მოვალეობას:

  • უძრავი და მოძრავი ქონების ინსპექტირება, ქონების ადგილმდებარეობისა და მახასიათებლების ანალიზი;
  • უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება, შეფასების სხვადასხვა მეთოდებისა და საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების გამოყენებით;
  • შეფასების შედეგების ანგარიშების მომზადება და ანალიზი;
  • უძრავი ქონების ბაზრის კვლევა და ანალიზი;
  • უძრავი და ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, საინჟინრო სფეროში)
  • ქონების შემფასებლის სერთიფიკატი;
  • გამოცდილება უძრავი ან/და მოძრავი ქონების შეფასების სფეროში, უძრავი ქონების გაყიდვებში ან სამშენებლო საინჟინრო მიმართულებით.
  • უცხო ენების ცოდნა - რუსული და ინგლისური. ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენების უნარი, ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაბელური, გუნდური მუშაობის უნარი, სტრესულ და ცვლად გარემოში მუშაობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებული, მოტივირებული;

 

რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ ქართულ ენაზე და სათაურის ველში მიუთითეთ სიტყვა - შემფასებელი - შემდეგ მისამართზე bmbgeorgia2016@gmail.com წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება შესაძლოა არ იქნეს  განხილული.
გთხოვთ მიუთითოთ სასურველი ანაზღაურება

 დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

მსგავსი განცხადებები
უძრავი ქონების შემფასებელი

ლიბერთი ბანკი


08 აგვ - 22 აგვ