შესყიდვებისა და წარმოების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 3000
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
05 მაი - 04 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ქართველი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.  
მდებარეობა: ლილოს მიმდებარე ტერიტორია 
სამუშაო გრაფიკი: სრული 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება.  
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე. 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა. 
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა. 
 
მოვალეობები: 
  • შესაბამისი მომწოდებლების/პროდუქციის მოძიება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ალტერნატიული შეთავაზებების პოვნა, ინფორმაციის გაფილტრვა, მოლაპარაკებების წარმოება და სხვა აქტიური კომუნიკაცია. 
  • პარტნიორ კომპანიათა ბაზის პერიოდული მონიტორინგი და განახლება.  
  • შესყიდვებისა და ლოჯისტიკის პროცესის სრული ციკლის დაგეგმვა, განხორციელება, კოორდინაცია და კონტროლი. 
  • შესყიდვებსა და ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობის გათვალისწინებით. 
  • შესყიდვების, პროდუქციის ტრანსპორტირების, მიღებისა და დასაწყობების კონტროლი. 
  • მარაგების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი. 
  • შესრულების ხარისხის მუდმივი კონტროლი. 
  • ინვენტარიაზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება. 
  • დაქვემდებარებულ სფეროებზე ზეგავლენის მქონე ფაქტორებისა და რისკების შესწავლა, ანალიზი და კონტროლი. 
  • პერიოდული რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტისთვის, გეგმების დროული და ეფექტური გაუმჯობესება-ოპტიმიზაცია. 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. 
  • შიდა და გარე დოკუმენტბრუნვის კონტროლი, საბაჟო ორგანოებთან კომუნიკაციის ზედამხედველობა. 
  • პროდუქციის წარმოებასა და ჩამოსხმასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის დაგეგმარება, ორგანიზება და მართვა. 
  • წარმოებული და შეძენილი პროდუქციის/ნედლეულის ხარისხის კონტროლი/ზედამხედველობა. 
  • პროდუქციის ჩამოსხმის გრაფიკის გაწერა, ნედლეულით უზრუნველყოფა, ჩამოსხმის დაგეგმვა და კონტროლი. 
  • პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული პროცესების მუდმივი დახვეწა. 
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა და მკაცრი კონტროლი. 
  • სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება. 
 
უნარ-ჩვევები:  
  • ორგანიზებული; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კომუნიკაბელური; 
  • პუნქტუალური; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
 
ანაზღაურება 3000 ლარიდან კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@kartveli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვებისა და წარმოების მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით. 
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი