ქარხნის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
05 მაი - 04 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული, 53000 თანამშრომელია დასაქმებული. 
 
2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 2 ცემენტის, 3 აგრეგატის,  14 ბეტონის მწარმოებელ ქარხანასა და  2 ტერმინალს ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.  
 
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ქარხნის ოპერატორის პოზიციაზე ბეტონის მწარმოებელ ქარხანაში; 
ლოკაცია: ქ. თბილისი 
 
ძირითადი მოვალეობები:  
  • ბეტონის წარმოების პროცესის მართვა და ზედამხედველობა; 
  • ნედლეულის  მარაგების კონტროლი (ინერტული მასალა, ცემენტი, დანამატი); 
  • ბეტონმზიდების განაწილება ობიექტების მიხედვით; 
  • ქარხნის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, მოვლა და სისუფთავის დაცვა; 
  • წარმოების პროცესის დასრულების შემდეგ ქარხნის გასუფთავება ბეტონის ნარჩენებისაგან; 
  • კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც) 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • კორპორატიულ დაზღვევას საუკეთესო პირობებით 
  • განვითარებისა და ცოდნის მიღების შესაძლებლობებს 
  • პროფესიონალთა გუნდს, რომლებიც დაგეხმარებიან ადაპტაციისა და განვითარების პროცესში. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი CV ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge ან მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ქარხნის ოპერატორი (თბილისი) 
გისურვებთ წარმატებას! 
 
შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად. 
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 
სამშენებლო, უძრავი ქონება
ქვა/ბეტონი
წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა