წარმოების ხარისხის კონტროლის მენეჯერი (OTK)
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
04 მაი - 03 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
მისამართი: ავტომშენებლის N 88

ქართულ-უკრაინული კომპანია შპს უჯ ლუბრიკანტს აწარმოებს სამრეწველო (ძრავების, ინდუსტრიული, ჰიდრავლიკური და სხვა) ზეთებს და საპოხ საშუალებებს. 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ. ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს.

მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე.


https://uglubricants.com/about-us-en/



ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას წარმოების ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ანაზღაურება: ერთთვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 1000 ლარიდან.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნედლეულისა და საქონლის ხარისხის კონტროლი მიღებისა და შენახვისას;
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი წარმოების, შენახვისა და დატვირთვის   დროს;
  • სამუშაო ადგილებზე და საწარმოო ობიექტებზე სისუფთავისა და სხვა მოთხოვნების კონტროლი;
  • სამუშაო ამოცანების ფარგლებში ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება;
  • უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვა.

 

საჭირო მოთხოვნები:

  • რუსული ან უკრაინული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
  • კონკურენტული ანაზღაურება.
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ  მისამართზე uglubricants@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "წარმოების ხარისხის კონტროლის მენეჯერი" 

„უჯ ლუბრიკანტსი “ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

წარმოება/ოპერაციები
ხარისხის კონტროლი
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
წარმოების ხარისხის კონტროლი