საბუღალტრო დეპარტამენტის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
03 მაი - 01 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. 
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.  
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge 
 
„ელემენტ კონსტრაქშენი“  აცხადებს ვაკანსიას  საბუღალტრო დეპარტამენტის ოპერატორის პოზიციაზე. 
სამუშაო განაკვეთი: სრული 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • საბუღალტრო დეპარტამენტში შემოსული პირველადი საბუღალტრო  დოკუმენტის დახარისხება; 
  • შემოსული საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა შესაბამის ბუღალტრულ ჟურნალებში; 
  • საპროექტო ხარჯების დროული და ზუსტი აღრიცხვა შემოსული დოკუმენტაციის შესაბამისად; 
  • ზედნადებების და ანგარიშფაქტურების მიღება-დადასტურება; 
  • საშემოსავლო დეკლარაციის დანართის შევსება; 
  • დებიტორ-კრედიტორების  ნაშთების კონტროლი;  
  • საბანკო გადარიცხვები წარმოება; 
  • საბანკო გადარიცხვების საბუღალტრო პროგრამაში  ასახვა და კონტროლი; 
  • ხელფასების დარიცხვა/გადარიცხვის ოპერაციები; 
  • საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების კონტროლი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება  ფინანსური/საბანკო საქმის/ ეკონომიკური მიმართულებით; 
  • ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად; 
  • აუცილებელია ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება; 
  • საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა; 
  • სასურველია ინგილისური ენის ცონა. 
  • Excel პროგრამის პროფესიონალურ დონეზე ფლობა. 
 
უნარ-ჩვევები: 
  • ლოგიკური და ანალიტიკური  აზროვნების უნარი; 
  • დეტალებზე ორინეტირებული; 
  • პასუხიმგებლობის გრძნობა; 
  • დროის მართვის უნარი. 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); 
  • FitPass; 
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge     2022 წლის  31 მაისამდე . 
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 
გისურვებთ წარმატებებს! 
 
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი