მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
03 მაი - 02 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. 
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული სტანდარტის საკვებით და  ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.  
კომპანიამ ასევე შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ცხოველის/ფრინველის საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. ამჟამად კომპანია ფლობს 19 ფილიალს და 3 სასაწყობე ტერიტორიას საქართველოს მაშტაბით. 
სამუშაო განრიგი: სრული (ორშაბათი–პარასკევი 09:00–18:00 სთ) 
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ბაზრის კვლევის წარმოება; 
  • ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;  
  • კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მარკეტინგული ანალიზების გაკეთება; 
  • ექსპორტის მიმართულების განვითარების მიზნით მარკეტინგული  აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; 
  • მარკეტინგული აქტივობების წარმართვა; 
  • ბრენდის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ბაზარზე კომპანიის პოლიტიკის შესაბამისი იმიჯის დამკვიდრება; 
  • კონკურენტების შესახებ ინფორმაციის გაანალიზება და იდეების დაყენება; 
  • ორგანიზაციის მარკეტინგული და პიარ სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და კონტროლი; 
  • კომპანიის და თითოეული პროდუქტის სარეკლამო სტრატეგიის შექმნა; 
  • ახალ პროდუქტებსა და ბრენდებზე მუშაობა; 
  • სარეკლამო სააგენტოებსა და კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა; 
  • სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ორგანიზაციის მონაწილეობის ორგანიზება (გამოფენები, პრეზენტაციები და ა.შ.); 
  • კომპანიის ვებ და სოციალური  გვერდების მართვა. 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო და წერით დონეზე ცოდნა; 
  • MS Office-ის და გრაფიკული დიზაინის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 
პიროვნული თვისებები: 
  • კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება; 
  • სწორი კომუნიკაციის უნარი; 
  • ბიუჯეტირების და მათემატიკური აზროვნების უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2023 წლის  3 ივნისამდე.  
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 
გისურვებთ წარმატებებს! 
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი