ავტო-შემფასებელი

თარიღები: 06 აგვ - 17 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: პროფესიული კოლეჯი
ენები: ქართული რუსული
ელ. ფოსტა: hr@swisscapital.ge
საბანკო:  მოლარე (საბანკო) საბანკო(ზოგადი)

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას  ავტო-შემფასებლის თანამდებობაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტომობილის დათვალიერება და შეფასება (პირადად ან ფოტომასალაზე დაყრდნობით) მისი მდგომარეობის, ასაკის, კომპლექტაციისა და გარბენის გათვალისწინებით;
  • ძარის დათვალიერება მასზე  აშკარა და ფარული დაზიანებების აღმოჩენის მიზნით;
  • ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა;
  • საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის დიაგნოსტიკის ორგანიზაცია და კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასის განსაზღვრის მიზნით;
  • ავტო-სესხის განაცხადის ონლაინ მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება;
  • მჭიდრო ურთიერთობა სესხის კოორდინატორთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო პროფესიული/უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
  • საავტომობილო ბაზრის - ფასწარმოქმნის მექანიზმების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

 

სხვა მოთხოვნები:

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • გამართული მეტყველება;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;  
  • კვირის გარკვეულ დღეებში მორიგეობა მცოცავი გრაფიკის მიხედვით: 13:30-22:00;
  • საჭიროების შემთხვევაში კვირა დღეს მუშაობა სხვა დღეს დასვენების ხარჯზე;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 17.08.2018 წ.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Automobile Appraiser".

მსგავსი განცხადებები
გადამთვლელი მოლარე/სარეზერვო თანამშრომელი

თიბისი ბანკი


03 აგვ - 01 სექ

კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორი

ბაზისბანკი


03 აგვ - 17 აგვ

მოლარე - ოპერატორი

სილქ როუდ ბანკი


13 აგვ - 20 აგვ

მოლარე/ მოლარე-ოპერატორი სამეგრელოს რეგიონში

ლიბერთი ბანკი


20 ივლ - 18 აგვ

მოლარე/ მოლარე-ოპერატორი ქვემო ქართლის რეგიონში

ლიბერთი ბანკი


20 ივლ - 18 აგვ

მოლარე/მოლარე-ოპერატორი

ლიბერთი ბანკი


20 ივლ - 18 აგვ

მოლარე/მოლარე-ოპერატორი /სარეზერვო თანამშრომელი

თიბისი ბანკი


15 აგვ - 13 სექ