ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
01 მაი - 31 მაი
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. 
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.  
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge 

„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. 
სამუშაო განაკვეთი: სრული 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მარკეტინგის მენეჯერთან ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შეთანხმება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელდება; 
  • ქოფივრათინგი, საიტებისა და სოციალურ მედია პლატფორმებზე გასატანი  ვიზუალური მასალის, ტექსტების,  ეფექტურად ჩამოყალიბება, შექმნა და განთავსება; 
  • შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; 
  • მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, ანალიზი, იმეილ მარკეტინგი და რეპორტინგი;  
  • მარკეტინგული კამპანიების ბიუჯეტირება და მონიტორინგი; 
  • სოციალური მედიის სფეროში ახალი მიდგომების, ტექნიკებისა და ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა და განვითარება; 
  • კომპანიის სოც. გვერდზე კომუნიკაცია და კითხვებზე პასუხების გაცემა (კომენტარები და ინბოქსი). 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • Google Analytics, Google Ads, Remarketing, Google AdWords; Meta Business Suite; SEO/SEM/SMO-თან მუშაობის გამოცდილება; 
  • ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების  ცოდნა; 
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა; 
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში. 
 
უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;  
  • მონაცემთა ანალიზის უნარი; 
  • პასუხისმგებლიანობა; 
  • შედეგზე ორიენტირებული 
  • პრეზენტაბელურობა; 
  • ორგანიზებული; 
  • კრეატიულობა. 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); 
  • FitPass; 
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge     2023 წლის  1 ივნისამდე . 
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
 თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.  
გისურვებთ წარმატებებს! 
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
მსგავსი განცხადებები
თბილისი