რეზერვაციის აგენტი

თარიღები: 04 აგვ - 02 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@gallerypalace.ge
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ჯავშნები ტურიზმი(ზოგადი)

თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის აგენტის პოზიციაზე.

 

სასტუმრო ,,გალერი პალასი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ  გარემოში.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • ჯავშნების მიღება როგორც წერილობით, ასევე სატელეფონოდ;
  • მაქსიმალური ინფორმაციის ფლობა სასტუმროს შესახებ;
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • ყველა სტუმრის მონაცემების შეყვანა ბაზაში;
  • ჯავშნების ყოველდღიურად შემოწმება და ნებისმიერი ცდომილების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
  • მომდევნო დღეს გამსვლელი სტუმრების სიის გადამოწმება ყოველდღიურად;
  • დოკუმენტაციის სწორად და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა;
  • სასტუმროს მომსახურებებისა და ფასების ზედმიწევნითი სიზუსტით ცოდნა და მომხმარებელთა ინფორმირება სწორად და დროულად;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან გუნდური მუშაობა და დახმარება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასტუმროს მართვის სისტემის -  Fidelio - ს ცოდნა ;
  • თავაზიანობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი და კარგი მეტყველება;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
  • თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დამატებითი ბენეფიტები განისაზღვრება კადრის შრომისუნარიანობის მიხედვით;

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადები მიიღება 2018  წლის 31 აგვისტომდე.

 

სასტუმრო ,, გალერი პალასი“ გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
კონტრაქტების მენეჯერი

ნუგიოს ტექნოლოჯი


16 აგვ - 14 სექ

რეზერვაციების მენეჯერი

Free Spirit Tours


07 აგვ - 05 სექ

ტურ-მენეჯერი

Vector Travel


09 აგვ - 30 აგვ

Operations Manager

Holiday Factory


26 ივლ - 24 აგვ

ადმინისტრატორი

ბროწეული


31 ივლ - 20 აგვ

ავიაბილეთების გამოცდილი ოპერატორი

Aviabiletebi.Org


02 აგვ - 20 აგვ

გამყვანი ტურების მენეჯერი

აღმოაჩინე საქართველო


20 აგვ - 18 სექ