სესხის  კოორდინატორი ზუგდიდში

თარიღები: 03 აგვ - 17 აგვ
მდებარეობა: ზუგდიდი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული რუსული
ელ. ფოსტა: hr@swisscapital.ge
საბანკო:  საბანკო(ზოგადი) სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას სესხის  კოორდინატორის  თანამდებობაზე ქ. ზუგდიდში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტისათვის ავტო, იპოთეკური და სამომხმარებლო სესხის პირობების გაცნობა; პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
  • კლიენტისათვის განაცხადის ფორმის შევსება;
  • სესხის გაცემის პროგრამაში მუშაობა;
  • კლიენტის საკრედიტო ისტორიის გადამოწმება/მონაცემების ამოღება;
  • ავტომობილის მდგომარეობის საჯარო ვებ-გვერდებზე გადამოწმება;
  • ავტომობილისათვის ფოტოების გადაღება საჭიროებისამებრ;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების შესრულება;
  • არსებული კლიენტების მომსახურება.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტო-დაკრედიტების / საკრედიტო / გაყიდვების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
  • რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

 

სხვა მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება;
  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
  • კლიენტების მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად.

 

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;  შაბათი: 10:00-16:00. 
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 17.08.2018.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “ზუგდიდი - სესხის კოორდინატორი".

მსგავსი განცხადებები
ავტოსესხების ოპერატორი

ჯაბა კრედიტი


06 აგვ - 31 აგვ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი/მინი სესხები ბათუმში

თიბისი ბანკი


13 აგვ - 20 აგვ

განვადების მენეჯერი

თიბისი ბანკი


09 აგვ - 07 სექ

განვადების მენეჯერი ახმეტაში

თიბისი ბანკი


10 აგვ - 23 აგვ

განვადების მენეჯერი მარტვილში

თიბისი ბანკი


10 აგვ - 23 აგვ

განვადების მენეჯერი ტყიბულში

თიბისი ბანკი


10 აგვ - 23 აგვ

განვადების მენეჯერი ქუთაისში

ვითიბი ბანკი ჯორჯია


10 აგვ - 24 აგვ