დაცვის თანამშრომელი

თარიღები: 03 აგვ - 01 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@domino.com.ge
უშიშროება/დაცვა/უსაფრთხოება:  დაცვა (ზოგადი) მაღაზიის/ობიექტის დაცვა

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს დომინო“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტში პროდუქციის მიღების/გაშვების სისწორის კონტროლი;
  • ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება და ა.შ.; 

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დაცვის სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობა;
  • რუსული და ინგლისური ენის  სალაპარაკო დონეზე ფლობა;
  • სასურველია ტექნიკური განათლება;


პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებებს

მსგავსი განცხადებები
Security Guard

Stamba Hotel


27 ივლ - 25 აგვ

დაცვა ქუთაისში

სასტუმრო ტირიფი ჰოლიდეი


03 აგვ - 01 სექ

დაცვის გუშაგი ქუთაისში

მწვანე ყვავილა 1950


08 აგვ - 06 სექ

დაცვის თანამშრომელი

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი


01 აგვ - 20 აგვ

დაცვის თანამშრომელი

სერვის ჯგუფი


01 აგვ - 30 აგვ

დაცვის თანამშრომელი

ფ/პ გიორგი ოქროპირიძე


02 აგვ - 30 აგვ

დაცვის თანამშრომელი

ევროპროდუქტი


27 ივლ - 25 აგვ