კონსულტანტი

თარიღები: 08 აგვ - 01 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 400
ელ. ფოსტა: Lk@bober.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების კონსულტანტი

შპს " ბობერი" წარმოადგენს სამშენებლო მაღაზიათა ქსელს, იგი ამჟამად მოიცავს 4 მაღაზიას თბილისის მაშტაბით. ბობერი-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

 

ბობერი აცხადებს კონკურსს კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

 

მოვალეობები:

  • დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა,
  • არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის  გზით;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

 

მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება,
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი,
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი,
  • გუნდურობა,
  • ორგანიზებულობა,
  • პრეზენტაბელურობა,
  • კომუნიკაბელურობა,
  • პუნქტუალურობა;
  • კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
  • სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

 

ანაზღაურება 400 ლარი +ბონუსები

ვაკანტური ადგილების რაოდენობა 3

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას, უფასო კვებას.
სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე
ელ.ფოსტაზე: Lk@bober.ge 
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 

მსგავსი განცხადებები
Brand Ambassador/Consultant

HRRA


10 აგვ - 08 სექ

Brand Ambassador/Consultant in Batumi

HRRA


13 აგვ - 26 აგვ

Business Development Executive

VAM Systems


06 აგვ - 01 სექ

Consultant

Farzin


20 ივლ - 18 აგვ

Cosultant

Farzin


24 ივლ - 20 აგვ

Продовец Консултант в​ Зугдиди

პლასტიკს საქართველო


20 ივლ - 18 აგვ

ავტოსათადარიგო ნაწილების გაყიდვების კონსულტანტი

S Motors


20 ივლ - 18 აგვ