მეღორეობის მიმართულების ფერმერი რეგიონებში

თარიღები: 03 აგვ - 31 აგვ
მდებარეობა: სხვა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: რუსული ქართული
მართვის მოწმობა: B1
ელ. ფოსტა: hr@nutrimax.ge
მისამართი: ლ. ღოღობერიძის ქ. 67 ბ
სოფლის მეურნეობა:  მეღორეობა

თუ ხარ დაინტერესებული ფერმერული მეურნეობით და გაქვს მოტივაცია გახდე წარმატებული ფერმერი, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

“ ნუტრიმაქსი“ სოფლის მეურნეობის სფეროში ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ცხოველთა საკვებისა და საკვები დანამატების მწარმოებელი კომპანია Trouw Nutrition Hifeed-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში.

კომპანია მუდმივად ცდილობს მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს იმ ადამიანებთან, რომლებიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებით არიან დაინტერესებულნი და ეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზებაში.

კომპანია “ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას მეღორეობის მიმართულების ფერმერის პოზიციაზე. შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ფერმაში ცხოველების მოვლა/გამოზრდა კომპანიის მიერ დაწესებული შესაბამისი  სტანდარტების მიხედვით;
  • განსაზღვრულ დროში ცხოველების შეთანხმებული რაოდენობების გამოზრდა;
  • ფერმაში არსებული შინაგანაწესის დაცვა;
  •  ფერმაში გამოსაზრდელი ცხოველის სასმელი წყლითა და საკვებით უზრუნველყოფა;
  • ცხოველთა გამოზრდის პროცესში, ვეტერინარებთან მუდმივი კომუნიკაციის ქონა;
  • ფერმის მარაგების კონტროლი და საკმარისი რაოდენობებით უზრუნველყოფა;
  • ფერმაში არსებული ტექნიკა-დანადგარებზე და სხვადასხვა სახის აღჭურვილობაზე თვალყურის დევნება და ყოველდღიური მონიტორინგის წარმოება;
  • ფერმაში ჰიგიენურ-სანიტარული წესების მკაცრი დაცვა;
  • ფერმაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ პერიოდული რეპორტების მომზადება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
  • სავალდებულო არ არის ფერმერული მეურნეობაში გამოცდილების ქონა;
  • სასურველია ნებისმიერ სფეროში სამუშაო გამოცდილების ქონა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.
  • სასურველია მართვის მოწმობის ფლობა (“B” კატეგორია);

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მოტივაციის მაღალი დონე;
  • საქმის წარმართვის/მენეჯმენტის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • არაკონფლიქტური;
  • სიახლეების ათვისების უნარი;

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ნუტრიმაქსის სპეციალისტების დახმარებით, ფერმერი მიიღებს საქმიანობისთვის საჭირო ცოდნას და კვალიფიკაციას;
  • Web-გვერდის მისამართი: www.nutrimax.ge
  • Facebook გვერდის მისამართი: facebook.com/Nutrimax.ge

 

კონკურსის ეტაპები:

CV-ების მიღება-შერჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით,  მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მეღორეობის მიმართულების ფერმერი".