ადამიანური რესურსების ადმინისტრირებისა და კომპენსაციების მართვის განყოფილების მენეჯერი

თარიღები: 02 აგვ - 31 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: HR@orinabiji.ge
ადამიანური რესურსები:  ადამიანური რესურსების მართვა

"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად კომპანია ფლობს 125 მაღაზიას თბილისის, რუსთავის, საგარეჯოსა და მარნეულის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ "ორ ნაბიჯში". 

ჩვენი კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. 

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.orinabiji.ge/

ამჯერად მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების ადმინისტრირებისა და კომპენსაციების მართვის განყოფილების მენეჯერი პოზიციაზე.
 

ძირითადი ამოცანები:

კომპანიის პერსონალის ადმინისტრირების, ანაზღაურების და დამატებითი სარგებლის მართვის უზრუნველყოფა დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული და ახალი თანამშრომლების ადმინისტრირება (პირადი საქმეების, შრომითი და კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულებების, ბრძანებების, და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი) კომპანიის შიდა პროცესების, პროცედურებისა და საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ადამიანური რესურსების მართვის სისტემის (HRMS) ადმინისტრირება: თანამშრომელთა პირადი მონაცემების სიზუსტის გადამოწმება/კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მონაცემების კორექტირება;
  • თანამშრომელთა ანაზღაურებისა და დამატებითი სარგებლის ადმინისტრირება: პერსონალის დასწრებების აღრიცხვა და კონტროლი; მაღაზიებისა და საწყობის პერსონალის მიერ გამომუშავებული ხელფასების კონტროლი ფაქტობრივად ნამუშევარი ცვლების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კორექტირება; ფიქსირებული ხელფასების, ბონუსებისა და ჯარიმების დარიცხვა; დამატებითი სარგებლების დარიცხვა პერსონალზე.
  • პერსონალის მართვასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ანგარიშების წარმოება.
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და განვითარება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის, ადამიანური რესურსების მართვის ან ბიზნესს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საცალო გაყიდვების სფეროში;
  • ადამიანური რესურსების მართვის სისტემებთან მუშობის გამოცდილება;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

მსგავსი განცხადებები
HR & ბიზნეს პროცესების ადმინისტრატორი

ევროპროდუქტი


27 ივლ - 25 აგვ

HR With Russian And English

ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია


07 აგვ - 05 სექ

HR მენეჯერი

Multi Task


06 აგვ - 04 სექ

Human Resources Manager

ალფა მარკეტინგი


02 აგვ - 20 აგვ

Recruitment Manager

პი ეიჩ არ საქართველო


10 აგვ - 08 სექ

Sponsorship Officer

World Vision


16 აგვ - 23 აგვ

ადამიანის რესურსების მართვის სპეციალისტი

ინგლისური წიგნი საქართველოში


21 ივლ - 19 აგვ