ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

CMC

თარიღები: 02 აგვ - 31 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@cmc.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა

კომპანია CMC (Construction Management and Consulting) ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2009 წლიდან და სამშენებლო ბიზნესის მენეჯმენტის და კონსულტაციის სფეროში დღეს წამყვანი ადგილი უკავია. კომპანიას დღემდე 50-ზე მეტი მსხვილი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს და 676 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

კომპანიის მთავარი მაღალპროფესიონალური მახასიათებელია ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის პროექტის დაგეგმილ ვადასა და დაგეგმილი ბიუჯეტით უმაღლესი ხარისხით შესრულება.

 

კომპანია CMC აცხადებს ვაკანსიას  ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • პროფესიული ზრდისა და განვითრების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საბონუსე სისტემას შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი - შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობების განსაზღვრა და შეფასება სამშენებლო მასალების, შრომის ანაზღაურების, სატრანსპორტო ხარჯების ღირებულების მიხედვით;
  • სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა საბაზრო ღირებულებების მიხედვით;
  • კონტრატორების მიერ მოწოდებული ხარჯთაღრიცხვის ანალიზი და კორექტირება;
  • ხარჯთაღრიცხვების შედგენა სატენდერო დოკუმენტაციისთვის;
  • სამშენებლო მასალების და მომსახურებების ღირებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მუდმივი განახლება.

 

მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ArchiCAD-ში და AutoCAD-ში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სამშენებლო მიმართულებების სიღრმისეული ცოდნა;
  • სამშენებლო მასალების და მომსახურებების საბაზრო ფასების ცოდნა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და პუნქტუალიბა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: hr@cmc.ge არაუგვიანეს 2018 წლის 2 სექტემბრისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

ბი-ემ-სი გორგია


15 აგვ - 29 აგვ

სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი

პრაიმ ბეტონი


10 აგვ - 08 სექ

ხარჯთაღმრიცხველი/მშენებელ-ინჟინერი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

აუდიტესკორტი


06 აგვ - 04 სექ