ბუღალტრის დამხმარე/ოფისის მენეჯერი

თარიღები: 01 აგვ - 30 აგვ
მდებარეობა: ფოთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: HR@primeconcrete.ge
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ ეძებს კადრს ბუღალტრის დამხმარის/ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

 

პრაიმ ბეტონი“ არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებებათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, - რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

 

პოზიცია: ოფისის მენეჯერი

სამუშაო განაკვეთი: სრული

პოზიციის ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი

 

აღწერილობა:

  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი
  • სხვადასხვა საბუღალტრო ოპერაციების პროგრამაში გატარება
  • სხვადასხვა რეპორტების მომზადება ბუღალტრისთვის
  • დოკუმენტაციის მართვის, მათი კლასიფიკაციის მექანიზმის შემუშავება
  • პირველადი დოკუმენტაციის შედგენა, დამუშავება და შესაბამისი რეპორტების წარმოება
  • საჭირო დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის ადრესატამდე მიწოდების უზრუნველყოფა/მონიტორინგი
  • თანამშრომელთათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება
  • ტელეფონის ზარებზე და შემოსულ მეილებზე პასუხი, დაინტერესებული მხარეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
  • მივლინებებისთვის საჭირო ტრანსპორტის, დაჯავშნების უზრუნველყოფა
  • საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების ადრესატამდე მიცილება
  • ყოველდღიური სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება
  • სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლების კოორდინაცია, მათგან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა
  • ოფისის საკანცელარიო და სხვა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა
  • ოფისის მომმარაგებლების, მომსახურების გამწევი კომპანიების/პირების ბაზის წარმოება, პერიოდული განახლება
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა კერძო კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა
  • კომპანიის თანამშრომლების სხვა დავალებების შესრულება

 

მოთხოვნები:

  • ოფისში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლამდე გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება
  • საოფისე პროგრამებიში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@primeconcrete.ge  გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მსგავსი განცხადებები
Office Manager

Home24


23 ივლ - 21 აგვ

Office Manager For Our Tbilisi Office

VAM Systems


08 აგვ - 01 სექ

მარკეტინგის გუნდის წევრი/ოფისის მენეჯერი სტაჟირების პროგრამა

საქართველოს ლეიბორისტული პარტია


14 აგვ - 25 აგვ

მენეჯერის ასისტენტი

Safa


16 აგვ - 14 სექ

ოპერატორი/ოფისის მენეჯერი

დიჯიტალ სერვის


16 აგვ - 14 სექ

ოპერატორ-რეგისტრატორი

Neo Medi


31 ივლ - 28 აგვ

ოფისის ადმინისტრატორი/მენეჯერი ქუთაისში

მწვანე ყვავილა 1950


01 აგვ - 30 აგვ