შესყიდვებისა და მომარაგების დეპარტამენტის უფროსი

თარიღები: 01 აგვ - 30 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@primeconcrete.ge
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი) შესყიდვების მენეჯერი

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და მომარაგების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე

 

“პრაიმ ბეტონი“ არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებებათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, - რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

 

პოზიცია: შესყიდვებისა და მომარაგების დეპარტამენტის უფროსი

სამუშაო განაკვეთი:  სრული

პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება, ფიქსიერებული ხელფასი + საბომუსე სისტემა

 

Ⴑამუშაოს აღწერილობა:

  • შესყიდვებისა და მომარაგების დეპარტამენტის უფროსის მთავარი ფუნქციაა უზრუნველყოს კომპანიის შიდა და პროექტების მომარაგება და ამისათვის უზრუნველყოს დეპარტამენტის მართვა, პროცესების დაგგეგმვა და კონტროლი . დეპარტამენტი აწარმოებს შესყიდვებს როგორც შიდა ასევე საერთაშორისო მომწდებლებთან
  • შესყიდვების პროცესის დაგეგმვა
  • შესყიდვების მაღალი ეფექტურობისთვის საჭირო პროცედურების დანერგვა
  • მომწოდებელთა ბაზრის მუდმივი ანალიზი, მომწოდებელთა ბაზის წარმოება
  • მომწოდებლების ანალიზი, ოპტიმალური მომწოდებლის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა
  • ხარჯების ოპტიმიზაციისათვის შესაბამისი სტრატეგიის ჩამოყალიბება
  • მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაციის პროცესის უზრუნველყოფა
  • შესყიდვისას საჭირო ყველა პროცედურის დაცვისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა
  • რესურსებისა და მომსახურებების შესყიდვისთვის საჭირო ტენდერების ან სხვა პროცესის მომზადება, მოთხოვნის ჩამოყალიბება, გადახდის პირობებისა და ხელშეკრულების პირობების შეთანხმება და მონიტორინგი
  • პროექტის მენეჯერებთან და წარმოების მენეჯერებთან ეფექტური კომუნკაციის პროცესის დაგეგმვა
  • შესყიდვებისა და მიწოდების პრიორიტეტების განსაზღვრა
  • შესყიდვების თვიური, წლიური გეგმის შედგენა, გეგმის პროგრესის შესახებ შესაბამისი რეპორტინგი
  • ობიექტების მომარაგების სწრაფი და ეფექტური პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი
  • მარაგების მენეჯმენტი, საჭირო მარაგების შექმნა, განაწილება და კონტროლი
  • ეფექტური შიდა მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების შექმნა, შესაბამისი რეპორტინგის სისტემის დანერგვა
  • მასალების მიწოდების პროცესის დაგეგმვა, საჭირო რესურსის განსაზღვრა
  • ობიექტების პერიოდული მონახულება, შესყიდული მასალების და მიწოდების პროცესის ადგილზე მონიტორინგი და შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება
  • საწყობების მენეჯმენტი და მონიტორინგი, შესყიდული პროდუქციის სათანადო მოვლა-დასაწყობების უზრუნველყოფა
  • შესყიდული მარაგ-ნაწილების გაფლანგვის და გაუფრთხილებლობის ფაქტების მონიტორინგი, ამისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა
  • საწყობებში შესაბამისი პროცედურების დანერგვა, ტვირთის მიღება-გაცემის, დასაწყობების, უსაფრთხოების პროცედურების შესრულების უზრუნველყოფა
  • დაქვემდებარებული პერსონალის განვითარებაზე ზრუნვა, შეფასება, შესაბამისი ტრეინინგების დაგეგმვა, პერსონალის მოტივირება

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი კუთხით  (უპირატესობა მიენიჭება - ბიზნესის ადმინისტრირება, ლოგისტიკა, სამშენებლო დარგები, პროცესების ინჟინერინგთან და მართვასთან დაკავშირებული დარგები )
  • უპირატესობა მიენიჭებათ საერთაშორისო ან უცხოურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

 

საჭირო უნარები:

  • ჯგუფის მართვის უნარი
  • დაგეგმარებისა და ორგანიზების უნარები
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • სიტუაციის სწრაფი ანალიზის უნარი
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა
  • ხარისხის მაღალი სტანდარტის მოთხოვნისა და შენარჩუნების უნარი
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • სისტემატიზირებული გარემოს შექმნის უნარი

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge  გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მსგავსი განცხადებები
Procurement manager In Kutaisi

AE Solar


01 აგვ - 30 აგვ

Procurement manager in Kutaisi

AE Solar


17 აგვ - 24 აგვ

მშენებლობის შესყიდვის მენეჯერი

ურბან.ჯი


06 აგვ - 04 სექ

შესყიდვების  მენეჯერი

ალკორითეილ გრუპი


02 აგვ - 31 აგვ

შესყიდვების  მენეჯერი ბათუმში

მოდუსი


14 აგვ - 12 სექ

შესყიდვების დეპარტამენტის სპეციალისტი

წყალი მარგებელი


24 ივლ - 22 აგვ

შესყიდვების მენეჯერი

დაზოგე.ჯი


30 ივლ - 28 აგვ