გაყიდვების მენეჯერის თანაშემწე

თარიღები: 10 აგვ - 29 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: levan@egri.org
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების აგენტი გაყიდვების მენეჯერი

შპს ,,მოუშ ტექნოლოჯი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე:

 

მდებარეობა: საქართველო

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

განათლება: საინჟინრო ტექნიკური, ბაკალავრი ან სტუდენტი

ენები: ქართული ,  ინგლისური ,  რუსული

ელ. ფოსტა: levan@egri.org

 

დამსაქმებლის შესახებ:

კომპანია „მოუშნ ტექნოლოჯი“ წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ბაზარზე რიგ ევროპულ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა დანიშნულების კონვეიერებს, სამრეწველო ხაზებს და მათ სათადარიგო ნაწილებს.

კომპანიის კლიენტები არიან კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტიკის, ქიმიური მრეწველობის, სამრეწველო წარმოების კომპანიები სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში.

„მოუშნ ტექნოლოჯი“ არის თანამედროვე სტილის ვირტუალური კომპანია: თანამშრომლები მუშაობენ სახლიდან, ერთმანეთთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია აქვთ უმთავრესად CRM-პროგრამის, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის და Skype-ს მეშვეობით. მათი მთავარი ამოცანებია: კლიენტის საწარმოს მონახულება, მისი ტექნიკური კონსულტირება, პროექტის დამუშავება და კლიენტთან შეთანხმება,  კლიენტისთვის საჭირო ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების მიწოდება.

კომპანია ვითარდება დინამიურად. აქვს გეგმები გააფართოვოს სადილერო ქსელი და დააარსოს საკუთარი წარმოება.

უფრო დეტალურად ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეიძლება მოიპოვით საიტზე: www.motionte.com

 

პერსპექტივა: 

კომპანიის თანამშრომელი გაივლის სპეციალურ ტრენინგებს, რომლებიც დახვეწენ მის ცოდნას და უნარ-ჩვევებს.

გაყიდვების მენეჯერის თანაშემწეს ექნება საშუალება გაიაროს კარიერული კიბე კომპანიის შიგნით მისი უნარ-ჩვევებისა და ინიციატივის მიხედვით.

 

მოვალეობები:

  • ინფორმაციის CRM-პროგრამაში შეტანა
  • კალკულაციის მომზადება
  • შეკვეთების ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი
  • კომპანიის პარტნიორებთან და კლიენტებთან საქმიანი კომუნიკაცია

 

მოთხოვნები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა: Excel, Word (კარგად), Power Point (საშუალო დონეზე)
  • ენები: ქართული (თავისუფლად), ინგლისური (კარგად), რუსული (კარგად).

 

პიროვნული უნარები:

  • სასურველია საინჟინრო ტექნიკური განათლება (ბაკალავრი ან სტუდენტი)
  • ჩვენ გვჭირდება გუნდის ახალი წევრი, რომელიც მომართულია პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე, ორიენტირებულია შედეგსა და ხარისხზე, სურს გაიზარდოს კომპანიასთან ერთად.

 

ანაზღაურება/პირობები:

  • ანაზღაუების სისტემა შეთანხმებული იქნება გასაუბრებისას.
  • დეტალური ინფორმაცია შრომის ანაზღაურების შესახებ კანდიდატს მიეწოდება გასაუბრებისას

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:levan@egri.org  

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
English Speaker Sales Representative

Astrum Solutions


09 აგვ - 07 სექ

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სავაჭრო ცენტრი აშენდი


23 ივლ - 21 აგვ

გაყიდვების მენეჯერი

ITEQ GEORGIA


02 აგვ - 31 აგვ

გაყიდვების სპეციალისტი

ინგლისური წიგნი საქართველოში


21 ივლ - 19 აგვ

Cluster Sales Executive In Batumi & Tbilisi

Novo Hospitality Global


06 აგვ - 03 სექ

Conversion Agent

ალფა მარკეტინგი


09 აგვ - 07 სექ

Conversion Deutschsprachiger Agent

ალფა მარკეტინგი


30 ივლ - 28 აგვ