წარმოების დირექტორი ფოთში

თარიღები: 31 ივლ - 29 აგვ
მდებარეობა: ფოთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@primeconcrete.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამუშაოთა მწარმოებელი წარმოება/ოპერაციები:  წარმოების/ქარხნის მართვა

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების დირექტორის პოზიციაზე ფოთში

 

“პრაიმ ბეტონი“ არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებებათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, - რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

 

კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

 

წარმოების დირექტორის მთავარი ფუნქციაა კომპანიის საწარმოო პროცესების მართვა ყველა საწარმოს და ლოკაციის ჩათვლით. „პრაიმ ბეტონის” წარმოება მოიცავს შემდეგ საწარმოებს და ლოკაციებს:

  • ფოთის ბეტონის საწარმო;
  • ანაკლიის ბეტონის საწარმო;
  • მობილური (პროექტის) ბეტონის საწარმო;
  • მობილური სამსხვრევ-დამახარისხებელი საწარმო;
  • ხობის ქვიშა-ღორღის საწარმო;
  • ხობის სამშენებლო ბლოკის და ბეტონის ნამზადის საწარმო.

თითოეული წარმოება უზრუნველყოფს როგორც შიდა სამშენებლო დეპარტამენტის დაკვეთებს, ასევე გარე დაკვეთების შესრულებას.

 

პოზიცია: წარმოების  დირექტორი

სამუშაო განაკვეთი:  სრული

პოზიციის ადგილმდებარეობა: ფოთი (საჭიროების შემთხვევაში მოხდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა)

ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება - ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა.

 

Ⴑამუშაოს აღწერილობა:

  • განსაზღვროს წარმოების მოცულობის გეგმა სამშენებლო დეპარტემენტის და გარე გაყიდვების მიერ მოწოდებული შეკვეთების მიხედვით
  • დამკვეთთან და პროექტის მენეჯერთან ერთად საწარმოო პროდუქციის მახასიათებლების განსაზღვრა
  • უზრუნველყოს წარმოების  ეფექტურობა (cost-effective)
  • წარმოების პროცესის კვირის, თვის, წლიური გეგმის შემუშავება. დაქვემდებარებული პერსონალის მენეჯმენტი, მათი მოტივირება
  • გეგმების შესრულების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება
  • მასალების მარაგების მართვა;
  • საჭირო სატრანსპორტო რესურსის განსაზღვრა, შესაბამისი გეგმის მექანიზაციის მენეჯერისთვის მიწოდება
  • მიმაგრებული ტექნიკის ლოგისტიკის დაგეგმვა
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა
  • პერსონალისთვის ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა, შეფასება, მათ შერჩევაში მონაწილეობის მიღება
  • პერსონალის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დაცვის მოთხოვნა
  • მასალის მომწოდებლების ძიება, კონტროლი, შეფასება
  • წარმოების მარაგების აღრიცხვა
  • კარიერის დამუშავების პროცესების კონტროლი
  • შეუსაბამობების, ხარვეზების აღმოჩენა, მათი გამომწვევის მიზეზის დადგენა, პრევენციისათვის საჭირო ზომების მიღება
  • ქარხნების გამართული სამუშაო მდგომარეობის კონტროლი
  • ეფაქტური ურთიერთობის აგების უზურნველყოფა სხვა დეპარტმანეტებთან
  • მენეჯერებთან ერთად კომპანიის პოლიტიკის და მიზნების დანერგვის უზრუნველყოფა
  • წიაღისეულის მოპოვების პროცესის დადგენილ წესებთან და ნორმებთან მიმართებაში შესაბამისობის კონტროლი
  • წიაღისეულის მარაგების ლიცენზიების და წარმოების გეგმის შესაბამისად მართვა;
  • გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით ახალი ლიცენზიების მოპოვების პროცესის დაგეგმარება და განხორციელება
  • მაკონროლებელ ორგანოებთან - გარემოს დაცვის დეპარტამენტთან, წიაღისეულის მართვის დეპარტამენტთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობა

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი კუთხით  (უპირატესობა აქვს - ბიზნესის ადმინისტრირება, ლოგისტიკა, სამშენებლო დარგები, სამთო - მოპოვებითი და გადამამუშავებელი დარგები,  პროცესების ინჟინერინგთან და მართვასთან დაკავშირებული დარგები)
  • უპირატესობა მიენიჭებათ საერთაშორისო ან უცხოურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • სამშენებლო-ტექნიკური ნორმების, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის ცოდნა და მათი გამოყენებით მუშაობის გამოცდილება

 

საჭირო უნარები:

  • დაგეგმარებისა და ორგანიზების უნარი
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • სიტუაციის სწრაფი ანალიზის უნარი
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა
  • ხარსისხის მაღალი სტანდარტის მოთხოვნისა და შენარჩუნების უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • სისტემატიზირებული გარემოს შექმნის უნარი

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მსგავსი განცხადებები
კვების ინჟინერი

საწარმო Foodoliz


24 ივლ - 21 აგვ

ლეგალური დასაქმება პოლონეთში

New Service


14 აგვ - 12 სექ

მასობრივი სტაჟირება სხვადასხვა მიმართულებით

GlassCo


02 აგვ - 29 აგვ

მასობრივი სტაჟირება სხვადასხვა მიმართულებით

GlassCo


03 აგვ - 01 სექ

შემფუთავი

ქერვან ამბალაჟი


01 აგვ - 30 აგვ

შესაფუთი განყოფილების ოპერატორი / წარმოების ოპერატორი

ავერსი-რაციონალი


30 ივლ - 28 აგვ

წარმოების გენერალური მენეჯერი

სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო


31 ივლ - 29 აგვ