კლიენტთა მომსახურების ოპერატორი თბილისსა და აჭარაში

თარიღები: 31 ივლ - 29 აგვ
მდებარეობა: თბილისი ბათუმი სხვა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: career@gulf-ge.com
გაყიდვები:  საცალო კლიენტთა მომსახურება ავტო-მოტო სერვისი:  აგს-ის ოპერატორი

,,გალფ ოილ ინტერნეშენალის“  ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - “სან პეტროლიუმ ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას კომპანიის საცალო ქსელში კლიენტთა მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე. 

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი, ქედა

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა (საწვავის ჩასხმა ავტომობილში, აქციების შეთავაზება, საქარე მინის გაწმენდა და სხვა); 
  • კომპანიაში არსებული მომხმარებლის მომსახურების სტანდარტის დაცვა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელური;
  • გაწონასწორებული, თავაზიანი;
  • შრომისმოყვარე და ენერგიული; 
  • მოტივირებული და ორგანიზებული;
  • დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლობის მქონე;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: 
career@gulf-ge.com ან შეავსეთ მოკლე განაცხადის ფორმა https://gulf.ge/ge/vacancies 

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
ანიჭებთ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**.
გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიაში“ თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

მსგავსი განცხადებები
Backoffice Representative

ფინომატიკი


02 აგვ - 30 აგვ

Customer Support Officer

ფულკრუმ


13 აგვ - 11 სექ

Deutschsprachigen Customer Service Agent

CMX Solutions


13 აგვ - 11 სექ

English Speaking Customer Support Specialist

ბიქსტრიმი


13 აგვ - 11 სექ

Finnish/Danish/Norwegian Speaking Support Agent

GAMESCALE


30 ივლ - 28 აგვ

Kассир-Oператор

ROSHEN GEORGIA


06 აგვ - 04 სექ

Seller

Green Life


20 აგვ - 03 სექ