თარიღები: 31 ივლ - 24 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@mbc.com.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ანალიტიკოსი (მარკეტინგი) ზოგადი მარკეტინგი კლიენტთა მომსახურება საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები პროექტის მენეჯერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის  პოზიციაზე, თბილისში.

 

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ  ქალაქში 9 ფილიალის სახით.

 

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მისოს მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება;
  • მისოს საკომუნიკაციო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და კოორდინირება;
  • ბაზრის კვლევა, მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი;
  • შიდა ორგანიზაციული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • სარეკლამო და საინფორმაციო ტექსტების/მასალების შემუშავება და გავრცელება;
  • მარკეტინგის ბიუჯეტის შედგენა და ხარჯთაღრიცხვის წარმოება;     
  • კორპორატიული ბრენდის მართვა;
  • პრესასთან და მასმედიასთან ურთიერთობა;
  • სარეკლამო და სხვა ტიპის აქტივობების ანალიზი, შედეგების კვლევა;
  • ახალი პროდუქტების შექმნის ინიცირება;
  • მარკეტინგის გუნდის მართვა, სამუშაოს გადანაწილება და შემდგომი კონტროლი;
  • გარე და შიდა ანგარიშების მომზადება დადგენილი წესის მიხედვით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ეკონომიკის/ბიზნესის ან/და მსგავს დარგში;
  • მუშაობის  3 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში (საფინანსო სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 24 აგვისტოს 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ან LinkedIn-ის URL ბმული, შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge და  წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
CRM Specialist

რედ-კო


30 ივლ - 28 აგვ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


25 ივლ - 23 აგვ

ბიზნეს ოპერაციების მენეჯერი

ვიონი საქართველო


08 აგვ - 31 აგვ

მარკეტინგის  მენეჯერი

L'Eclair de génie


24 ივლ - 22 აგვ

მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი

Betlive.com


27 ივლ - 25 აგვ

მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი

ZOOMMER


13 აგვ - 11 სექ

მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

Fixspace


27 ივლ - 24 აგვ