ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ასისტენტი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
17 მარ - 16 აპრ
სტანდარტი


სამშენებლო კომპანია „ელთ ბილდინგი“ ეძებს გუნდის წევრს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მოამზადოს და აწარმოოს ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია, რაც უშუალოდ ეხება პერსონალის მიღება/გათავისუფლებას;
- კონტროლოს გაუწიოს პერსონალთა და ასევე სხვა ნებისმიერი სახის სახელშეკრულებო დეტალებს, როგორიცაა ვადები, ცვლილებები და ა.შ.;
- კოორდინირება გაუწიოს მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დოკუმენტბრუნვის პროცესს (აქტები, დანართები, შეთანხმებები და სხვა);
- შექმნას და გაატაროს როგორც შიდა განცხადებები, ასევე ბრძანებები შესაბამის წიგნში;
- მოამზადოს და დაახარისხოს საკანცელარიო და სამეურნეო მოთხოვნები, მოამზადოს შეკვეთა და უზრუნველყოს შემდგომ მათი დახარისხება;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ორგანიზება/გეგმარება გაუწიოს გასაუბრებებს და მოახდინოს მათთან მანამდე და შემდგომ უკუკავშირი;
- აწარმოოს და აღრიცხოს პერსონალთა შვებულების გრაფიკი და სამუშაო დრო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული მეტყველების უნარი;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია B2 დონეზე;
- საკმარისია 1 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
- კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- მოტივირებული და პოზიტიური;
- კომუნიკაბელური და ღიმილიანი;
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი;
- დროის მენეჯმენტის წარმოების უნარით.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ მცირეოდენი პრაქტიკული გამოცდილება ადამიანური რესურსების სფეროში, თქვენი ადგილი, ჩვენს სასიამოვნო გუნდშია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ასისტენტის, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა.
ადამიანური რესურსები
HR ასისტენტი
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში