მორიგე ექთნის დამხმარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
17 მარ - 16 აპრ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მორიგე ექთნის დამხმარე 
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 4 
ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ. 9  
  
კომპანიის შესახებ: 
  • საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ამბულატორიულ, სტაციონალურ, ქირურგიულ თუ პირადი კარდიოლოგის პირობებში.  
  • კვალიფიკაცია:  
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან). 

ძირითადი მოვალეობები:  
  • პაციენტის თერმომეტრიზაცია, წონა/სიმაღლის განსაზღვრა, მონიტორინგი (წნევა, პულსი); 
  • ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით; 
  • სამედიცინო ნარჩენების  სეგრეგაცია; 
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში; 
  • პაციენტთა ჰიგიენაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა; 
  • ხელმძღვანელის მითითების შესრულება;  

სხვა უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა;  
  • სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს.   

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: guli@guli.ge  2023 წლის 14 მარტამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება; 
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ! 
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.  
სამედიცინო
მედდა